პოლიტიკა

“ქართული ოცნება” საგანგებო განცხადებას ავრცელებს

 

პარტია “ქართული ოცნება” საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საკონსტიტუციო ინიციატივის – ,,პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია 1 ივლისს გაიმართება.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც რამდენიმე დღის წინ, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გამოდის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით, რომელიც გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

საკონსტიტუციო ინიციატივა – ,,პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია 1 ივლისს გაიმართება.

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პრეზენტაციაზე იწვევს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

პრეზენტაცია 1 ივლისს, 14:00 საათზე , სასტუმრო ,, შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება”.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close