საზოგადოება

ქართული მხარე ჩორჩანაში ბლოკპოსტის აღებას არ აპირებს

 

„საქართველოს ხელისუფლება სოფელ ჩორჩანაში განთავსებული პოლიციის ბლოკპოსტის დემონტაჟს არ განიხილავს“, – ამის შესახებ ადგილზე მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა.

უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახა ქემოკლიძე ამბობს, რომ აღნიშნული პერიმეტრი ყოველთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ იყო კონტროლირებული, მათ შორის 2008 წლის ომამდე და ომის შემდგომაც.

„ხაშურის რაიონის სოფელი ჩორჩანა 2008 წლის ომამდე და მის შემდგომაც იყო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია. აქ სისტემატიურად პატრულირებდნენ, როგორც ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები, ისე შსს-ს მობილური ჯგუფები. ადგილზე უშუალოდ საგუშაგო არ არსებობსა, მაგრამ ეს საგუშაგო განთავსდა უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესების მიზნით. შესაბამისად დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები ფაქტობრივ რეალობას არის მოკლებული“, – ამბობს ქემოკლიძე.

დღეს დილიდან ადგილზე იმყოფებიან ხელისუფლების, ევროკავშირის და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები. შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან საქართველოს პოლიციის საგუშაგოს დაშლას ითხოვს. მათ ულტიმატუმის ვადად დღეს 06:00 საათი დაასახელეს.

პრაიმტაიმი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close