სამართალი

პროკურატურამ ლევან ხაბეიშვილის ცემის საქმეზე საკრებულოს წევრებს ბრალი წარუდგინა

თბილისის საკრებულოში ლევან ხაბეიშვილის ცემის საქმეზე საკრებულოს წევრებს – ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას ბრალდება წარედგინათ, ასევე ლევან ხაბეიშვილი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ზარქუას მიმართ ძალადობის ფაქტზე საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზნით საგამოძიებო ორგანოშია დაბარებული.

ამის შესახებ აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

„2020 წლის 24 იანვარს ქ. თბილისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, თბილისის საკრებულოს წევრებს – ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას წარედგინათ ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. ასევე, 24 იანვარს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზნით, თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი დაბარებულია საგამოძიებო ორგანოში“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close