მთავარი»საზოგადოება»„პროკრედიტბანკი“ რვა არასრულწლოვანს და 2 ინვალიდს გამოასახლებს

„პროკრედიტბანკი“ რვა არასრულწლოვანს და 2 ინვალიდს გამოასახლებს

0
გაზიარებები
Pinterest Google+

 

საპოლიციო წესით გამოსახლების გაუქმების მიუხედავად, იპოთეკით დაზარალებული პირების გამოსახლების პროცესი გრძელდება, ვინაიდან საკანონმდებლო რეგულაცია ძველ იპოთეკურ სესხებზე არ გავრცელდა. რამდენ ოჯახს ემუქრება ბინიდან გამოსახლება და რატომ არის საჭირო იპოთეკური კრიზისის გამოცხადება ამაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „სახალხო ტრიბუნების“ პრეზიდენტი მამისა ჯაფარაშვილი გვესაუბრა:

_ უამრავი პრობლემის მიუხედავად, ამ ქვეყნის მთავარ პრობლემა ფულად-საკრედიტო პოლიტიკაა, ვინაიდან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ქვეყნის კოლონიზაციას სწორედ ფულად-საკრედიტო პოლიტიკით  ახდენენ. საქართველო პირდაპირ გახდა „შავი ფულის“ „გათეთრების“ სივრცე. უამრავი შემთხვევა მაქვს, რომ უცხოეთიდან გამოყოფილი გრანტი მოქალაქეებამდე არ მივიდა და სამევახშეო საქმიანობას მოხმარდა. ქვეყანაში წლების განმავლობაში არსებობდნენ ეროვნული ბანკის კონტროლიდან გასული საფინანსო ორგანიზაციები. არავინ იცოდა, რამდენი ფული ბრუნავდა ქვეყნის შიგნით, იმიტომ, რომ ეს ფული არსად ჩანდა და არსად ირიცხებოდა. მაგალითად, საფინანსო ორგანიზაცია „საქართველო“ რომ გაუქმდა, მისი ფული არსად ირიცხებოდა და ასეთი უამრავი მაგალითი გვაქვს. ქვეყანაში უამრავი შპს იყო, რომელიც რეალურად არა სამეწარმეო, არამედ სამევახშეო საქმიანობას ეწეოდა. ამ შპს-ების უკან კი უცხოეთის მოქალაქეები იდგნენ:  ჩინელები, არაბები, ირანელები, თურქები, ებრაელები. ჩემდა სამწუხაროდ, ვისაც ქართველ-ებრაელებად მოვიხსენიებთ, მევახშეობაში ძირითადად, მათი ფული ტრიალებს. წარმოიდგინეთ ოთახი, სადაც რამდენიმე ადამიანი იკრიბება და აღურიცხავი „შავი ფული“ მოაქვს. ამ ფულს ისე „ათეთრებენ“, რომ არც ბიუჯეტში და არსად, არავინ არაფერს იხდის. სწორედ ამ მევახშეებმა გაძარცვეს ქართველი ერი და გამოასახლეს ბინებიდან. წარმოიდგინეთ, რომ თბილისის ცენტრალური უბნები მთლიანად ამ ადამიანების ხელშია გადასული და ამ განუკითხაობას სახელმწიფო მშვიდად უყურებს.
_ სახელმწიფო კერძო სტრუქტურების საქმიანობაში ვერ ჩაერევა..
_ არც ერევა და უფლებას აძლევს, რომ თავის ქვეყანაში, თავისი მოსახლეობა პირწმინდად ძარცვოს.  სწორედ ასეთი პოლიტიკის წყალობით, სააღსრულებო ბიუროში ასიათასობით გამოსახლების მოთხოვნა დევს. ჩვენ მივმართეთ ხელისუფლებას იპოთეკური კრიზისის გამოცხადების მოთხოვნით, თუმცა ამის გაკეთებაც არ უნდათ. არადა,  ქვეყანაში არსებული შავბნელი პოლიტიკის წყალობით, კრიზისი სახეზეა.
_ აღსრულების ეროვნული ბიურო ასიათასობით გამოსახლების მოთხოვნას კატეგორიულად უარყოფს.
_ წელიწადია აღსრულების ეროვნულ ბანკში მიტანილი მაქვს მოთხოვნა ზუსტი ციფრების დასახელებაზე და პასუხს არ მცემენ. თუ დასამალი არაფერი აქვთ, რატომ მალავენ? ფაქტია, რომ დღეისთვის საქართველოში 340 000 იპოთეკით დატვირთული ქონებაა და აქედან 70% პრობლემურია. საქართველოს ყველა რაიონიდან მირეკავენ მოქალაქეები და მეუბნებიან, რომ მათი გამოსახლების პროცესი ჩანიშნულია. ასე, რომ  საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში დროებით შეჩერებული პროცესი ახლა დაჩქარებული ტემპებით გრძელდება და უამრავ ოჯახს ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება.
_ გამოსახლების მოთხოვნით აღასრულების ეროვნულ ბიუროს ბანკები უფრო ხშირად მიმართავენ თუ იპოთეკარები?
_ ამჟამად გამოსახლების უმრავლესობა ბანკებისგან მოდის. ყველაზე მეტი მოთხოვნა აქვს „საქართველოს ბანკს“ და „პროკრედიტს“. შემდეგ მოდიან  მიკროსაფინანსოები, მაგალითად „კრისტალი“.  თუმცა, „კრისტალმა“ ამ ბოლო დროს პოლიტიკა შეცვალა და შედარებით ადამიანური გახდა. გამოსახლების ყველაზე ნაკლები მოთხოვნა „თიბისი ბანკს“ აქვს. მე არ ვამბობ, რომ სხვებზე ნაკლები ყაჩაღები არიან, მაგრამ ფაქტია, რომ რამდენიმე წლის წინ დასაკუთრებულ ქონებაზეც კი არ აქვთ გამოსახლების მოთხოვნა დაყენებული. „პროკრედიტბანკი“ კი მალე გამოასახლებს ხაშურში მცხოვრებ ოჯახს, სადაც 8 არასრულწლოვანი და 2 ინვალიდი ცხოვრობს. ერთი საერთოდ უსინათლოა,  მეორე კი 96 წლის ქალი გახლავთ.
_ ბანკის მიმართ დავალიანება რამდენს შეადგენს?
_ ოჯახს გამოტანილი თანხის ძირი თანხა მთლიანად დაფარული აქვს და პროცენტის ნახევარზე მეტი დაბრუნებული.  ოჯახმა ბანკისგან 35 000 დოლარი ისესხა, აქედან 45 000 დააბრუნა და ამის მიუხედავად, ბანკი  ხაშურის ცენტრში მდებარე 200 0000-ად ღირებულ ქონებას ართმევს. სხვათა შორის, „პროკრედიტი“ ყველა ბანკისგან გამოირჩევა სისასტიკით. 10 წლის წინაც კი ასახლებდნენ, როცა თითქმის არც ერთ ბანკს არ ჰქონდა გამოსახლების მოთხოვნა.
 – სავარაუდოდ, როდის მოხდება ხაშურში მცხოვრები ოჯახის გამოსახლება?
–  მარტიდან ველოდებით გამოსახლებების მორიგი ტალღის დაწყებას, რომელშიც სავარაუდოდ, ეს ოჯახიც მოხვდება. ასეთი მდგომარეობის გამო არა მარტო უზენაესი საბჭოს წევრები, არამედ მთლიანად, მოსამართლეთა კორპუსის 99% არის გასათავისუფლებელი. მოსამართლე, რომელიც ხედავს, რომ მოქმედი  კანონები მოსახლეობის 1%-ის გამდიდრებას და დანარჩენების განადგურებას ემსახურება, ამის მიუხედავად, მშვიდად გამოაქვს გამოსახლების გადაწყვეტილებები და საკუთარი ერის გენოციდს ემსახურება,  სამართლიანი ვერ იქნება. ხმამაღლა თქმას ვერავინ ბედავს, თუმცა ზოგიერთებს ჩუმად უთქვამს ჩვენთვის – რა გვეშველება არ ვიცით, დღეს გამოსახლებაზე რვა გადაწყვეტილება გვაქვს გამოცემულიო. როგორი მოსამართლე ხარ, როცა ამაზე ხმას არ იმაღლებ? ამ შემთხვევაში უნდა იყოს მოსამართლეების, ადვოკატების, პროკურორების და ზოგადად, იურისტების  პროტესტი, რომ ეს კანონები სამართალს არ ემსახურება. ეს ემსახურება დაკანონებულ ძარცვას და ამას შენ წლების განმავლობაში ხელს უწყობ იმიტომ, რომ ფული აიღო. სახელმწიფო ეწირება ამ დუმილს! დიახ, სახელმწიფო აგდებს რვა მცირეწლოვანს ქუჩაში, როცა ზემოთხსენებული შპს-ების პატრონებს ათი წელი და მეტი აქვთ ბანკებიდან გასაპროცენტებლად ფული გამოტანილი და  არც ერთი თეთრი უკან შეტანილი არ აქვთ. რიგით მოქალაქეს 3 თვეს არ აცდიანდა ამათ მიმართ საქმის წარმოებაც კი არ არის დაწყებული. რა თქმა უნდა, საკუთარი თავის წინააღდეგ ხომ არ დაიწყებენ საქმის წარმოებას? სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული, თუმცა ჩვენთან კანონი იმ ბავშვებისთვის და საცოდავი ინვალიდებისთვის არსებობს, რომლებსაც მალე ქუჩაში გამოყრიან და ამ ბოროტებას იურისტები მშვიდად უყურებენ.

შეგახსენებთ, რომ გამოსახლების შესახებ კანონი 2016 წელს შეიცვალა. 2016 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონთა პაკეტს, რომლის მეშვეობითაც საპოლიციო წესით გამოსახლება გაუქმდა. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტთან ერთად, პოლიციის მიერ, სასამართლოს გვერდის ავლით, უძრავი ქონებიდან გამოსახლების საშუალებას იძლეოდა. აღნიშნული მუხლი 2006 წელს შემოიღეს, როცა იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი იყო. 2016 წლის 29 დეკემბრიდან კი, იმისათვის, რომ კრედიტორმა უძრავი ქონების უზრუნველყოფით გაცემული სესხი უკან დაიბრუნოს, სასამართლოს უნდა მიმართოს. სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას და აღსრულების ეროვნული ბიურო უძრავ ქონებას აუქციონზე ნახევარ ფასად გაიტანს. დაინტერესებული პირი მას შეიძენს, საჯარო რეესტრში საკუთარ სახელზე გადაიფორმებს და აღმასრულებელი უკვე ყოფილ მესაკუთრეს ბინიდან გამოასახლებს.

 „პროგრესნიუსი“

წინა პოსტი

რომანოვების ასული, რომელმაც რუსეთის სამეფო ტახტს ქართველი თავადიშვილი არჩია

შემდეგი პოსტი

სკანდალი - სახალხო დამცველის მოადგილის სისხლიანი პრემია-დანამატი