მთავარი»პოლიტიკა»პრემიერის პოსტზე მამუკა ბახტაძეს გიორგი გახარია შეცვლის, შს მინისტრის თანამდებობაზე კი ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება

პრემიერის პოსტზე მამუკა ბახტაძეს გიორგი გახარია შეცვლის, შს მინისტრის თანამდებობაზე კი ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება

12
გაზიარებები
Pinterest Google+

 

მმართველმა გუნდმა მთავრობაში საკადრო ცვლილებების განხორციელების გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძეს შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის, შს მინისტრის პოსტზე კი ირაკლი ღარიბაშვილი ბრუნდება, რომელიც აღნიშნულ უწყებას რამდენიმე წლის წინაც ხელმძღვანელობდა.

როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა პირებმა განუცხადეს, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ განცხადება ოფიციალურად სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაკეთდება.

წინა პოსტი

„მკვდარი რომ მივესვენებინე, ის უფრო არ გაუკვირდებოდათ, ვიდრე ჩემი ცოცხალი დანახვა“

შემდეგი პოსტი

“თუ თქვენი შვილი ხელიდან არ უშვებს ტელეფონს და გაუქრა ინტერესი ყველაფრის მიმართ..“ - შვილმკვდარი დედა მშობლებს აფრთხილებს