სამართალი

„პოლიციელთა გაორმაგებამ დანაშაულის კლება გამოიწვია“ – ვახტანგ გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ქვეყანაში კრიმინალის კლება შეინიშნება. როგორც გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ამის მიზეზი ბოლო პერიოდში პოლიციელთა გაორმაგებული რაოდენობის მობილიზებაა. ამით შს მინისტრმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა ასეთ ვითარებაში ქვეყანაში კრიმინალის ზრდა.

„მე ვიტყოდი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო მდგომარეობაზე 3 კვირის წინ გადავიდა და გაორმაგებულია პოლიციელთა რაოდენობა. დღევანდელი მდგომარეობით, დანაშაულის კლება შეინიშნება. ხმამაღალ განცხადებად არ ჩამითვალოთ. ვფიქრობ, პოლიციელთა გაორმაგებამ გამოიწვია დანაშაულის კლება“,- განაცხადა გომელაურმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close