საზოგადოება

„პირველივე აქციაზე წავალ“ – ციხიდან გამოსული კუპრავა ბრძოლის ახალ ფრონტს ქმნის

პირველივე აქციაზე წავალ, რომელიც იქნება და ვეცდები შევქმნა სხვანაირი ბრძოლის ფრონტი, – ამის შესახებ “სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც კუპრავამ აღნიშნა, ის სრულად იზიარებს აქციების იდეას.

„ზოგადად, აქცია არ იყო ძალადობრივი, იყო სრული სიმშვიდე დემონტრანტების მხრიდან, ამიტომ აქციის დაშლის საფუძველი არ არსებობდა. შეიძლება ითქვას, რომ კანონი ირღვეოდა რადგან პიკეტირება ხდებოდა, მაგრამ დაშლის პროცესში დემონსტრანტების მხრიდან არავითარი ძალის გამოყენება არ ყოფილა. წყლის ჭავლის გამოყენება არ იყო საჭირო. თავისუფლად შეიძლებოდა პარლამენტის ბიურო ჩატარებულიყო სხვაგან, მაგალითად, კაჭრეთში, არაფრის მომცემი ბიუროს ჩატარება სხვაგანაც იყო შესაძლებელი. თუმცა, კარგი იყო, რომ 20 ივნისი არ განმეორდა. პირველივე აქციაზე წავალ, რომელიც იქნება და ვეცდები შევქმნა სხვანაირი ბრძოლის ფრონტი. სიტუაცია ძალიან ცუდია. სამწუხაროდ, ციხეში რომ შევედი, იყო ცუდი და რომ გამოვედი უფრო ცუდი დამხვდა. უნდა შემოვატრიალოთ ეს სიტუაცია, ასე გაგრძელება არ შეიძლება! სრულად ვიზიარებ აქციების იდეას. შევეცდები ცალკეული ფრონტი გავხსნა და ვებრძოლო ძალადობრივ რეჟიმს, რომელიც ნამდვილად რეჟიმად ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით იმ 9 თვის განმავლობაში, რაც მე ციხეში გავატარე“, – განაცხადა კუპრავამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close