მთავარი»საზოგადოება»„პირველი არხი – განათლება“ უკვე ეთერშია

„პირველი არხი – განათლება“ უკვე ეთერშია

5
გაზიარებები
Pinterest Google+

განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტის, „ტელესკოლის“ ფარგლებში, 30 მარტიდან მოსწავლეები ტელეგაკვეთილებს იხილავენ. განათლების სამინისტროსთან ერთად მომზადდა გაკვეთილების ცხრილი, რომელიც, კლასების მიხედვით, მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს.

ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ჩაატარებენ.

გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული). ტელეგაკვეთილები უზრუნველყოფილი იქნება სურდოთარგმანით.

„ტელესკოლის“ გაკვეთილების ცხრილი

„პირველი არხი – განათლების“ ეთერში შაბათ-კვირას გავა კლასგარეშე სანახავი გაკვეთილები,​ საგანმანათლებლო-შემეცნებითი მასალა, რომელიც არამხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ ყველა ასაკის მაყურებლისთვის იქნება განკუთვნილი – ხალხური სიმღერისა და ცეკვის გაკვეთილები; პროგრამირება; დათო ევგენიძის მუსიკის გაკვეთილები; „მშობლების დრო“.

გარდა ამისა, არხის საეთერო ბადეში განთავსდება დოკუმენტური ფილმების ციკლი „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ (16 სერია); „არტესა“ და „ბიბისის“ დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმები, რომლებსაც პედაგოგები სასწავლო პროგრამის ნაწილად გამოიყენებენ. გაკვეთილებს შორის იქნება მცირე ქრონომეტრაჟის სპორტის გაკვეთილები.

„პირველი არხი – განათლების“ ეთერში ასევე დაგეგმილია „აბიტურიენტის საათის“ ამოქმედება.

წინა პოსტი

"ვამაყობ, ჩემი ქვეყნის მთავრობამ შეძლო ის, რაც ბევრად ძლიერ სახელმწიფოებს გუჭირდა"

შემდეგი პოსტი

კაცი, რომელმაც კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინი დაარღვია ნიანგმა შეჭამა