მთავარი»საზოგადოება»პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ხუთი სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანეს

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ხუთი სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანეს

2
გაზიარებები
Pinterest Google+

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ხუთი სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანეს, მათ გრიპი და გრიპის მსგავსი სიმტპომატიკა აღენიშნებოდათ, ზედა სასუნთქი გზების გამოვლინებებით. დღეს მათ კორონავირუსზე ბიოლოგიურ მასალას აუღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნიან.

არსებული ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეები 3 დღის წინ მარნეულში, მოვალეობის შესასრულებლად იმყოფებოდნენ. რაც შეეხება კლინიკაში მყოფ სხვა პაციენტებს, ჩვილის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია. 62 წლის ქალი კი, რომელიც მარნეულიდან რამდენიმე დღის წინ გადმოიყვანეს, კვლავ მძიმედაა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 75 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის კლინიკებიდან 10 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

წინა პოსტი

კაცი, რომელმაც კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინი დაარღვია ნიანგმა შეჭამა

შემდეგი პოსტი

„რაც უფრო მახსოვს, და მეტად მაგონდება“ – გურამ დოჩანაშვილი - 81