მთავარი»საზოგადოება»პირი ცდილობდა თურქეთში გადაეტანა  არადეკლარირებული 1 139 ცალი მაჯის საათი

პირი ცდილობდა თურქეთში გადაეტანა  არადეკლარირებული 1 139 ცალი მაჯის საათი

0
გაზიარებები
Pinterest Google+

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი  ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავით, საბაჟო – გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, ცდილობდა საქართველოს ტერიტორიიდან საბაჟო კონტროლისგან მალულად,  თურქეთის რესპუბლიკაში გადაეტანა  დეკლარირებას დაქვემდებარებული 1 139 ცალი მაჯის საათი, რომლის საბაჟო ღირებულება 17 199 ლარს  შეადგენს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 – ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

წინა პოსტი

განათლებაზე ბიუჯეტის 25%-ის ხარჯვის ვალდებულება ნიშნავს განათლების გაძვირებას

შემდეგი პოსტი

საქართველოში 2-დან 7 წლამდე ბავშვებში ტყვიის კონცენტრაცია მომატებულია - იტალიის ლაბორატორიის დასკვნა: