მთავარი»Slider»“ფიქრს სადღეისოს ნუ გადასდებ “შვილო” ხვალისთვის” – ტარიელ ხერხელაურმა გიორგი გახარიას ლექსი მიუძღვნა

“ფიქრს სადღეისოს ნუ გადასდებ “შვილო” ხვალისთვის” – ტარიელ ხერხელაურმა გიორგი გახარიას ლექსი მიუძღვნა

71
გაზიარებები
Pinterest Google+

 

თანამედროვე ქართული პოეზიის ერთ-ერთმა თვალსაჩინო პოეტმა, ტარიელ ხერხელაურმა გიორგი გახარიას სათქმელი ლექსით უთხრა.
“მადლიერების გრძნობით გიორგი გახარიას” – ასეა დასათაურებული ლექსი, რომელიც დიდმა პოეტმა, ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა.
გთავაზობთ ლექსს:
ყოველი ნერვით საქართველო უნდა გტკიოდეს,
თავი გადადო, მსახურება თუ დაივალე…
გვირგვინი მეფის თავზე ედგა თორმეტ გიორგის
იმათთაგანაც ერთი იყო მხოლოდ ბრწყინვალე.
დღეს რთული დროა, რთული დროა, საოცრად რთული,
ათასი მტერი დაბოგინობს შინა თუ გარეთ,
შენს მკერდში უნდა ბობოქრობდეს დავითის გული,
რომ გაუღვივო საქართველოს იმედი ხვალის.
სირცხვილიანი ბევრჯერ მოვრწყეთ სისხლით მინდორი,
ბევრჯერ ავისხით სისხლიანი დღენი ბინდებად,
საქართველოსთვის ოცნებაა მხოლოდ დიდგორი,
დღეს სულ ახალი, უჩვეულო სიბრძნე გვჭირდება.
არ დაგამძიმოს შენი ქვეყნის მაღალმა ჩრდილმა,
დიდი იქნები – თუ ამ ჩრდილით მზეზე გამოხვალ,
სამშობლო ჩვენი დღეს ქართულმა გამოხრა ჩრჩილმა,
მამული ჩემი დღეს ქართულმა ჩრჩილმა გამოხრა..
ვერ შესძლო ჟამმა, ვერ დანისლა, ვერა, კრწანისი,
დრომ ბაზალეთი დაგვიტოვა მუდმივ იარად,
ფიქრს სადღეისოს ნუ გადასდებ “შვილო” ხვალისთვის,
სხვა გზა არა არის! – ხანჯლის პირზე უნდა იარო…

ტარიელ ხარხელაური

წინა პოსტი

სტატისტიკა: დღეის მონაცემებით განკურნებულია 115 ათასი, ლეტალურმა შემთხვევებმა კი 21 000-ს გადააჭარბა

შემდეგი პოსტი

დღეს, ან ხვალ სრულიად გამოჯანმრთელებული 3 პაციენტი გვეყოლება