მთავარი»საზოგადოება»ფერეიდნელი ქართველები ირანიდან საქართველოში ფეხით მოდიან

ფერეიდნელი ქართველები ირანიდან საქართველოში ფეხით მოდიან

7
გაზიარებები
Pinterest Google+

სამი ფერეიდნელი ქართველი: შაჰრამ ონიკაძე, ომის (ამირან) გოგონანი  და ისმაილ რაჰიმი ირანიდან საქართველოში ფეხით მოდიან. ისინი საქართველოსკენ  11 აგვისტოს დაიძრნენ და „წითელ ხიდზე“, საქართველოს საზღვართან, 10 სექტემბერს, 12:00 საათზე ჩამოვლენ.

ფერეიდნელი ქართველები თბილისში  12 სექტემბერს აპირებენ შემოსვლას. სამშობლოში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ფეხით დაბრუნების ეს გულწრფელი აქცია თბილისში ჩამოსვლის შემდეგაც საინტერესოდ გაგრძელდება. მათთან შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც იგეგმება.

ფერეიდნელები თავიანთი ემოციების შესახებ ჟურნალისტების წინაშეც ღიად ისაუბრებენ. შეხვედრებს ორგანიზებას ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვნელი პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე უწევს.

mcm.ge

წინა პოსტი

„ბინის ეპიზოდს გადაგაკუწავთ თავზე“ - გვარამია პროკურატურას მიმართავს

შემდეგი პოსტი

„მაკოს საშვის შესახებ.. ჩვენი შეცდომაა, ტვინი უნდა დაგვეტანებინა“