მთავარი»Uncategorized»“პატრიარქმა თავის მამათმავლობას გადააყოლა ეკლესიის ბედი” – იღუმენია თამარი

“პატრიარქმა თავის მამათმავლობას გადააყოლა ეკლესიის ბედი” – იღუმენია თამარი

4
გაზიარებები
Pinterest Google+

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრე ჭყონდიდის მიტროპოლიტის თანამდებობიდან გადააყენეს. ამ ფაქტს გამოეხმაურა მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის იღუმენია თამარ გამყრელიძე.

პატრიარქმა თავის მამათმავლობას გადააყოლა ეკლესიის ბედი – წერს სოციალურ ქსელში  იღუმენია თამარ გამყრელიძე.

იღუმენია თამარის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“დროა სრულიად საქართველომ გაიგოს რა უბედურებაშია დღეს საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია, პატრიარქმა თავის მამათმავლობას გადააყოლა ეკლესიის ბედი.

მეუფე პეტრეს ბრძოლა საპატრიარქოში მამათმავლობის წინააღმდეგ დამთავრდა მეუფე პეტრეს დასჯით და საღად მოაზროვნე ადამიანებმა უნდა გამოიტანოთ დასკვნები, ძნელია ამხილო სოდომის ცოდვაში პატრიარქი. წლებია მეუფე შიგნით ეკლესიაში ცდილობდა ამ პრობლემების მოგვარებას, რაც სამწუხაროდ ამ შედეგით დამთავრდა…

ეხლა მაინც ხომ გასაგებია, რატომ ხდება ცოდვის წახალისება ეკლესიაში და დაუსჯელობა!”, – წერს იღუმენია სოციალურ ქსელში.

„მეტრონომი“

წინა პოსტი

სინოდმა ქუთაის-გაენათის ეპარქიის ხელმძღვანელად იოანე გამრეკელი აირჩია

შემდეგი პოსტი

“ჩემო ტკბილო პატრიარქო, ამ უმძიმეს ტკივილსაც გაუძლებთ!“