მთავარი»საზოგადოება»„პატრიარქმა „კაგებეს“ გაუძლო და ეს კოღოს ნაკბენები ვერ შეარყევენ“

„პატრიარქმა „კაგებეს“ გაუძლო და ეს კოღოს ნაკბენები ვერ შეარყევენ“

22
გაზიარებები
Pinterest Google+

„კაგებეს სპეცსამსახურები ცდილობდნენ, რომ მისი ღირებულებები შეეცვალათ, იმ ფონზე, როდესაც პატრიარქმა კაგებეს გაუძლო, ეს კოღოს ნაკბენები მისი რამენაირად შემრყევი არ არის“, განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპატრიარქოს დატოვების შემდეგ.

გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პატრიარქი მხნედ არის.

„მე დამხვდა კათოლიკოს-პატრიარქი, ნათელი ადამიანის თვალები, რომელსაც ბოლო 40 წელია, ვიცნობ. მივხვდი, რომ მის უწმინდესობას გავლილი აქვს არაერთი მძიმე დღე ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლაში. ის მტკიცედ დგას შეთითხნილი, მარტივი ინტრიგების ზემოთ. მე დავინახე პატრიარქი, რომელიც ვერ გატეხა ვერც „კაგებემ“ და ვერც სხვა სპეცსამსახურებმა. პატრიარქი არის მხნედ, ხედვა აქვს ხვალინდელი დღის და პერსპექტივის. ჩვენზეც, საზოგადოებაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, რომ რაღაცნაირად თვითგანადგურება არ განვახორციელოთ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

წინა პოსტი

პრეზიდენტის მხარდაჭერა - სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

შემდეგი პოსტი

„ეს მორწმუნე მრევლის ღირსების საკითხია და იმდენს ნუ იზამთ, მთელი ერი ფეხზე დადგეს!“