Uncategorized

პანთეონში, მნიშვნელოვან ნაწილს, მხოლოდ იმიტომ ერქვა ,,ვიღაც’’, ცეკას შესასვლელთან რომ ეძინათ

ერთხელ, ერთმა კაცმა, დიდად პომპეზურ საჯარო თავყრილობაზე, მხოლოდ კეთილი განზრახვით ჩაფიქრებული, ასეთი სიტყვები თქვა: აგერ, გიორგიო (ანუ მე), არავის შვილი არ არის და როგორ წარმატებას მიაღწიაო.
….
საერთოდ, კარგი წინაპრით სიამაყე ცუდი საქმე როდია, მაგრამ აბა ვინ მიკარნახებს, რას ნიშნავს კარგი? მამაჩემი იმიტომ არის არავინ, რომ დღედაღამე მუშაობდა ხან ყანაში და ხან თხილში, ხან ძროხას უვლიდა და ხან წიწილებს? არ იპარავდა და საკუთარ ოცნებებს ჩუმად ხოცავდა, იმიტომ რომ გარეთ სხვები ერთმანეთს ხოცავდნენ და ამ მხოცველთა შორის ბევრი აგერ ვითომ საამაყო წინაპარი იყო? და მამაშენიც და მამამისიც იმიტომ არიან არავინ, რომ მათი ბიოგრაფიაში რაღაც ჯილდოები და ნაშრომები არ წერია? და საერთოდ, როგორ შეიძლება ადამიანი არავინ იყოს? ნებისმიერი ადამიანი. იქ კი, ბაბუათა და მამათა პანთეონში, მნიშვნელოვან ნაწილს, მხოლოდ იმიტომ ერქვა ,,ვიღაც’’, რომ ცეკას შესასვლელთან ეძინათ და დღეს მათ სახელებს, რომელიმე სახლის შესასვლელთან დაძალებულ ლითონის აბრებზე სძინავთ. მაგრამ რაც უნდა ნაძირალა ყოფილიყო და ფსკერის ბინადარი – არასდროს დავარქმევ არავის ,,არავის’’, – გიორგი კეკელიძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close