მთავარი»მსოფლიო»პანდემიის ფონზე, შესაძლოა, 24 მილიონი ადამიანი უმუშევარი დარჩეს

პანდემიის ფონზე, შესაძლოა, 24 მილიონი ადამიანი უმუშევარი დარჩეს

12
გაზიარებები
Pinterest Google+

გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსმა არა მხოლოდ ჯანდაცვის კრიზისი, არამედ ეკონომიკური და შრომითი ბაზრის კრიზისიც გამოიწვია.

„ეს უკვე მსოფლიო ჯანდაცვის კრიზისი აღარაა. ეს შრომითი ბაზრის და ეკონომიკური კრიზისიცაა“,-აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე ინფორმაციით, პანდემიის ფონზე, შესაძლოა, 24 მილიონი ადამიანი უმუშევარი დარჩეს.

„გლობალური უმუშევრობა, შესაძლოა, სულ მცირე 5.3 მილიონით გაიზარდოს, ხოლო უფრო სხვა სცენარით, 24 მილიონით“,-ნათქვამია განცხადებაში.

გაერო არსებულ ვითარებას 2008-2009 წლების კრიზისსაც ადარებს. ცნობისთვის, აღნიშნულ წლებში სამუშაო ადგილი 22-მა მილიონმა ადამიანმა დაკარგა.

ipn

წინა პოსტი

უზარმაზარი მარაგი მალე ქვეყანაში შემოვა - ლარსზე სურსათით სავსე 1000-ზე მეტი მანქანა დგას

შემდეგი პოსტი

„თუ პირბადეების წარმოება შეგვეძლო, აქამდე რატომ არ ვაწარმოებდით?“