მთავარი»სამართალი»პაატა ბურჭულაძის შვილები სუს-ში დაიბარეს

პაატა ბურჭულაძის შვილები სუს-ში დაიბარეს

6
გაზიარებები
Pinterest Google+

მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის შვილები შუქრი და ალექსანდრე ბურჭულაძეები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, გამოკითხვაზე დაიბარეს.

ბურჭულაძეების სუს-ში დაბარება, 17 მარტს, მათ ოფისში „MS ჯგუფი” ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებეს უკავშირდება . აღნიშნულ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები სამართალდამცავებმა მას შემდეგ ჩაატარეს, რაც მოქალაქეებს გაეგზავნათ სმს შეტყობინება, თითქოს კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება.

შეგახსენებთ, 16 მარტს კორონავირუსთან დაკავშირებით გაგზავნილ იშეტყობინებების თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ყალბია სმს შეტყობინება, თითქოს კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება.

„მოქალაქეთა ნაწილს მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაეგზავნა ინფორმაცია, თითქოს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და კარანტინის გამოცხადება ამ ეტაპზე არ იგეგმება. ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გაითვალისწინონ მსოფლიოში და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა“,-ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ 16 მარტს გაავრცელა.

ipn.ge

წინა პოსტი

“ჩემი თვალით რომ არ მენახა ვერ დავიჯერებდი” - ფოტო თბილისის მეტროდან

შემდეგი პოსტი

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა