მთავარი»Slider»ორი დღეა ვაშლიჯვარში პოლიცია თვითიზოლაციაში მყოფებს დარაჯობს

ორი დღეა ვაშლიჯვარში პოლიცია თვითიზოლაციაში მყოფებს დარაჯობს

8
გაზიარებები
Pinterest Google+

“საშიშ ადამიანებს პოლიციელები სახლთან დარაჯობენ! დღეს, მთელი დღეა, ჩემს კორპუსთან, ერთ-ერთ სადარბაზოსთან პოლიციელები, დაბურულ მანქანაში გაუნძრევლად სხედან, ხან შუშები აქვთ ჩამოწეული, ხან აწეული. საღამოს მეორე მანქანაც დაემატა. დიდი ეჭვი მაქვს, თვითიზოლაციაში მოქცეულს დარაჯობენ. რა საშიშები და სამარცხვინოები ხართ, დღე არ გავა სამართალდამცველებს თქვენი კარანტინში იძულების წესით გადაყვანა რომ არ მოუწიოს. ამდენი გამოწვევაა ქვეყანაში, ამდენი პრობლემა, ბეწვის ხიდზე გავდივართ და კარდაკარ უნდა გდიონ პოლიციელებმა, რომ თქვენც დაგიცვან და გარშემომყოფებიც თქვენგან დაინფიცირებისგან! – წერს ჟურნალისტი ეკა გულუა ფეისბუქზე – თვითიზოლაციაში მყოფს მეორე დღეა დარაჯობენ. ეს ვაშლიჯვარია, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი. ამ კორპუსის ეზოში, მეორე დღეა, მთელი დღის განმავლობაში სამართალდამცველები დგანან და თვითიზოლაციაში მყოფებს დარაჯობენ. რომელ მორალზე, ადამიანობაზე, სახელმწიფოებრივ აზროვნებაზეა საუბარი, საერთოდ, რომელ აზროვნებაზეა საუბარი, როცა საკუთარი თავის და სხვების გადასარჩენად ადამიანებს დარაჯობა სჭირდებათ. ეს იმ ფონზე, როცა იტალიაში ყოველდღიურად ასობით ადამიანი იღუპება, როცა „კორონავირუსმა“ მსოფლიო თავდაყირა დააყენა და გაანადგურა. საქართველოში კი მსგავსი ადამიანების უპასუხისმგებლობით, ვისაც სამართალდამცველთა დარაჯობა სჭირდება, ათასობით ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეშია”.

წინა პოსტი

„პოლიციელთა გაორმაგებამ დანაშაულის კლება გამოიწვია“ - ვახტანგ გომელაური

შემდეგი პოსტი

"საყოველთაო თვითიზოლაციის და საყოველთაო კარანტინისთვისაც მზად ვართ"