საზოგადოება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან გასროლა არ განხორციელებულა, ადგილზე ვითარება არის სტაბილური

 

საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე სოფელ ჩორჩანასთან იმყოფება და მედიისთვის ბოლო ინფორმაციას ავრცელებს. მისი განცხადებით, ვითარება არის სტაბილური და გასროლა ოკუპირებული ტერიტორიიდან არ მომხდარა.

„ამ დროისთვის ადგილზე ვითარება არის სტაბილური.  არის სიმშვიდე. რაც შეეხება გასროლას, ჩვენი ინფორმაციით, ეს გასროლა განხორციელდა არა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, არამედ სამხრეთის ზონიდან, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს აქტიურ სამონადირეო სეზონს.“- განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close