Slider

ოჯახის სიწმინდის დღე იმ ადამიანების საპირისპიროდ დაარსეს, რომლებიც თავის დამკვიდრებას ცდილობენ

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით იმართება კონცერტი, რომელშიც მღერიან თამრიკო ჭოხონელიძე, ნატო მეტონიძე, აჩიკო ნიჟარაძე, ანსამბლი შვიდკაცა, ნინო ქათამაძე და ცეკვავს ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კონცერტში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა ნინო ქათამაძემ. ნინო „პრაიმტაიმს“ პასუხობს.

– ნინო, თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ მონაწილეობთ 17 მაისის კონცერტში, რომელიც ეძღვნება ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ უარი თქვით მასში მონაწილეობაზე. სინამდვილეში როგორ იყო?

– 17 მაისის კონცერტში მონაწილეობას არ ვიღებ. რთული და საფრთხილო მომენტია, როგორც საპატრიაქროს პოზიციის მხრივ, ასევე ელგებეტეს თემის ირგვლივ განვითარებული ურთულესი მოვლენების მხრივაც. 17 მაისს ნამდვილად არ ვარ საქართველოში. დამირეკეს და იყო საუბარი ამ კონცერტზე. შემდეგ არავინ შემხმიანებია. გულწრფელად, არც მის განვითარებაზე მიფიქრია და არც მის გართულებებზე. ცალკე აღებულ ოჯახის სიწმიდის დღესთან დაკავშირებულ კონცერტში სულითა და გულით მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ როცა ეს დღე იმ ადამიანების საპირისპიროდაა დაარსებული, რომლებიც ცდილობენ აგრესიის და ბრალდებების საწინაღმდეგოდ თავი დაიმკვიდრონ, მე, რა თქმა უნდა, უმცირესობის მხარეს დავდგები. საქართველოში რომ ვყოფილიყავი, მიუხედავად საპატრიარქოსადმი და ოჯახის სიწმინდისადმი ჩემი პატივისცემისა, ნამდვილად ბევრს ვიფიქრებდი, მივიღებდი თუ არა ამ კონცერტში მონაწილეობას.

„ფეისბუქზე“ მაია დარსმელიძემ დაპოსტა – „უარის ფორმას ამ შემთხვევაში ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია იყოს უარი. სუხიშვილებო, არ „გაგვიტეხოთ“, იპოვეთ თუ გინდათ უარის ყველაზე რბილი, ურბილესი, დიპლომატიური ფორმა და ნუ მიიღებთ მონაწილეობას ჯიბრით მოგონილ და შეთხზულ უყალბეს დღესასწაულში.“

„პრაიმტაიმი“ ეცადა გაერკვია, მონაწილეობს თუ არა აღნიშნულ კონცერტში „სუხიშვილები“. ეროვნული ბალეტის პიარსამსახურის უფროსს ხატია ეკიზაშვილს დავუკავშირდით.

ხატია ეკიზაშვილი: – 17 მაისს ანსამბლი მიემგზავრება პარიზში, მეორე ნაწილი 16 მაისს ცეკვავს „არტ ფეარის“ გახსნაზე. ხოლო აღნიშნულ კონცერტზე, 17 მაისს, ჩვენი ცეკვის სტუდიის ბავშვები (საკონცერტო ჯგუფი) ცეკვავენ.

– რა ასაკისა არიან ამ სტუდიის მოცეკვავეები?

– 13-14-15 წლისანი არიან.

– სად ტარდება კონცერტი?

– წარმოდგენა არ მაქვს. გულწრფელად გეუბნებით.

წყარო: primetime.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close