Uncategorized

ნიკოლოზ ბასილაშვილი კარიერაში პირველად მსოფლიოს მე-16 ჩოგანი გახდა

 

ჩოგუბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგში კარიერის რეკორდი დაამყარა. პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ განახლებული რეიტინგი დღეს გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქართველი მე-16 ადგილზეა.

ბასილაშვილისთვის ეს საუკეთესო შედეგია. ნიკოლოზი აქამდე მე-18 ადგილზე იყო, რამდენიმე დღის წინ კი ლიონის ტურნირზე ნახევარფინალამდე მიაღწია.

ქართველი ჩოგბურთელი დღეს როლან გაროსის ტურნირზე ასპარეზობას იწყებს.

რაც შეეხება საუკეთესო ხუთეულს, პირველ ადგილზე ნოვაკ ჯოკოვიჩია, მეორე პოზიციას რაფაელ ნადალი იკავებს, მესამეზე როჯერ ფედერერია, მეოთხე პოზიციას დომინიკ ტიემი იკავებს, მეხუთე ადგილზე ალექსანდერ ზვერევია.

იმედინიუსი

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close