Uncategorized

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის მესამე წრეში გავიდა (ვიდეო)

საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობაზე წარმატებით ასპარეზობას განაგრძობს.
ქართველმა ჩოგბურთელმა US Open-ის მეორე წრეში ამერიკელ ჯეკ სოკს ოთხ სეტში 4:6; 6:3; 6:2; 7:6(7:6) სძლია და 2018 წლის ბოლო გრანდ სლემის მესამე წრეში გავიდა.
ბასილაშვილსა და სოკს შორის შეხვედრა ორსაათზე მეტხანს გაგრძელდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ამერიკელ, მსოფლიოს მეთვრამეტე ჩოგანთან მხოლოდ პირველი სეტი დათმო, მომდევნო სამ სეტში კი ინიციატივა თავად აიღო და დამაჯერებლადაც გაიმარჯვა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე მესამე წრეში 28 წლის არგენტინელი გუიდო პელა იქნება. არგენტინელი ამჟამად ATP-ის რეიტინგში 66-ე ადგილს იკავებს. აქამდე ქართველი და არგენტინელი ჩოგბურთელები ერთმანეთს არ შეხვედრიან. მატჩი 31 აგვისტოს თბილისის დროით 19:00 საათზეა ჩანიშნული.

US Open

მეორე გამარჯვება ამერიკის ღია პირველობაზე.🎾😊 ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-18 ჩოგანი, ჯეკ სოკი 6:4, 3:6, 2:6, 6:7(3) დაამარცხა და დიდი სლემის ტურნირის მესამე რაუნდში გავიდა. შემდეგი მეტოქე არგენტინელი გუიდო პელა იქნება. Second victory at US Open Chempionship. Nikoloz Basilashvili defeated world No18 Jack Sock 6:4, 3:6, 2:6, 6:7(3) and will compete in the third round nof the Grand Slam tournament. Next macht against Guido Pella.

Posted by Nikoloz Basilashvili on ოთხშაბათი, 29 აგვისტო, 2018

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close