საზოგადოება

ნგრევის საფრთხე – ვარკეთილში საცხოვრებელი კორპუსის ევაკუაცია მოხდა

თბილისში, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში, ნგრევის საფრთხის გამო, საცხოვრებელი კორპუსიდან 18 ოჯახის ევაკუაცია მოხდა.
სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე აცხადებს, რომ ვარკეთილში, კორპუსში, რომლიდანაც მოსახლეობა გაასახლეს, კიბის უჯრედებმა დაიწია.
„ადგილზე იმყოფებიან მერიის შესაბამისი სამსახურები, დაიწყება გამაგრებითი სამუშაოები და ვიდრე დასრულდება, მერია მცხოვრებლებს უზრუნველყოფს სხვა საცხოვრებლით. მესამე ხარისხის დაზიანებაა, დღეს დაიწია კიბის უჯრედებმა და მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მივიღეთ გასახლების გადაწყვეტილება“, – განაცხადა კახა სამხარაძემ.
ორი ადამიანი, რომლებიც დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდნენ, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა კორპუსიდან უვნებლად გამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია, პოლიციია, სასწრაფო და სამაშველო სამსახური.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close