მსოფლიო

NBA-მ სეზონი შეაჩერა, „ინტერი“ კარანტინში გადავიდა, ევრო 2020 შესაძლოა 2021 წელს გაიმართოს

2020 წლის ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში შესაძლოა 2021 წელს ჩატარდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა Cadena Ser-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი კორონავირუსის გავრცელებაა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ინფექციის გამო NBA-მ სეზონი შეაჩერა.

მილანის „ინტერმა“ გუნდის მცველის, დანიელე რუგანისთვის ახალი კორონავირუსის აღმოჩენის შემდეგ კარანტინში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„მას შემდეგ, რაც „იუვენტუსმა“ გამოაცხადა დანიელე რუგანის მდგომარეობის შესახებ, „ინტერი” აჩერებს ყველა საშეჯიბრო მოქმედებას. ამ მომენტისთვის, კლუბი დგამს ნაბიჯებს იმისთვის, რომ ყველა საჭირო პროცედურა გაიაროს”, – წერია „ინტერის” ოფიციალურ განცხადებაში.

კორონავირუსის გამო ფიგურულ სრიალში მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატი არ გაიმართება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close