მთავარი»პოლიტიკა»„ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი ოკუპირებული რეგიონებია“ – რასმუსენი

„ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი ოკუპირებული რეგიონებია“ – რასმუსენი

7
გაზიარებები
Pinterest Google+

 

„საქართველომ დიდი გზა გაიარა იმისთვის, რომ გაეტარებინა რეფორმები და დაეკმაყოფილებინა საჭირო კრიტერიუმები“, – ამის შესახებ ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა “ქრონიკის” მიერ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

ანდერს ფოგ რასმუსენი ამბობს, რომ საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია და იმედი აქვს, ნატოს წევრად იხილავს. ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვერც ერთი მესამე ქვეყანა ვერ იქონიებს გავლენას ნატოს ღია კარზე და რუსეთს არ ექნება ირიბი ვეტოს უფლება.

“რუსეთმა მოახდინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი. ნატოს მეხუთე მუხლი ნატოს შეთანხმების მთავარი მუხლია, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ მზად ვართ დავიცვათ წევრი ქვეყნები, რომლებზეც შეტევა ხორციელდება. როგორ მოვიქცეთ მაშინ, როდესაც წევრ ქვეყანას აქვს ორი ოკუპირებული რეგიონი?! ეს არის გამოწვევა, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ”, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ელიოტ ენჯელიმ კი თქვა, რომ 2008 წელს ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე უარით ალიანსმა პუტინს უბიძგა, აკეთოს ის, რაც მოესურვება.

 

წინა პოსტი

მალე, შესაძლოა, უფრო მეტი მღვდელთმსახური გვყავდეს, ვიდრე ჯარისკაცი - სესიაშვილი

შემდეგი პოსტი

რუსეთის კლინიკაში 100 ზე მეტი ბავშვი ცე ჰეპატიტით დაინფიცირდა