Slider

ნათია თურნავამ მეცნიერ-ეკონომისტებსა და მკვლევარებს ეკონომიკური პრობლემების დაძლევის გეგმის მომზადება შესთავაზა

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ქვეყნის წამყვან მეცნიერ-ეკონომისტებსა და მკვლევარებს ეკონომიკაში შექმნილი პრობლემების დაძლევის ერთგვერდიანი გეგმის მომზადება შესთავაზა.

„ეს კარგი ნაბიჯია მთავრობის, კერძოდ ნათია თურნავას მხრიდან. დიახ, სიღრმისეული ანალიზის გარეში  პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია“ – აცხადებს „პროგრესნიუსთან“ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ინჟინერ–გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ–კორესპოდენტი ვაჟა კაკაბაძე და ეკონომიკის სამინისტროში წარდგენილ გეგმას გვთავაზობს:

საქართველოს ეკონომიკაში შექმნილი პრობლემები და მისი დაძლევის გზები

საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ადგილი ჰქონდა ეკონომიკური რეფორმების რამდენიმე ტალღას. პირველი ტალღა, რომელმაც ახალი ეკონომიკური სისტემის ინსტიტუციური საფუძველი შექმნა, განხორციელდა 90-იანი წლების პირველი ნახევრის კრიზისის შემდეგ. ამ პოლიტიკამ რეფორმების პირველ ეტაპზე მოახდინა ეკონომიკური ზრდის სტიმულირება. 2004 წელს დაწყებული რეფორმების მეორე ტალღა მიმართული იყო ბაზრის ლიბერალიზაციისკენ,  ყოველგვარი შიგა ბაზრის დაცვის მექანიზმების უგულვებელყოფით, რამაც გამოიწვია უხარისხო და იაფფასიანი პროდუქტებით შიგა ბაზრის მონოპოლიზაცია და ადგილობრივ ბაზარზე ორიენტირებული საწარმოების განვითარების შეფერხება. მესამე ტალღა და შემდგომი რეფორმები (ამჟამადაც იგივე პროცესი გრძელდება) ძირითადად ორიენტირებულია უცხოურ ინვესტიციების მოზიდვაზე, რამაც შეაფერხა ადგილობრივი ინვესტორების მოტივაცია, თუმცა დრო და დრო ეს ნეგატიური პროცესები რეგულირდებოდა, მაგრამ არა კანონიერი გზით, რამაც საქართველოში დანერგა ბიზნესის მფარველობითი ფორმა, ამ ნეგატიურ გარემოებას ამძაფრებს უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების, ენერგეტიკული წყაროების, ნედლეულის რიგი სახეობების არასწორი მიმართულებით წარმართვა (ვგულისხმობ ირიბ ზემოქმედების მექანიზმების არ არსებობას), აგრეთვე ის, რომ გაჩნდა  კონკრეტულ საქმიანობაში მუშაობის გამოცდილების მქონე პირების და სხვადასხვა დარგის სპეციალისტების დეფიციტი. ასევე: სუსტია სახელმწიფოს ეკონომიკური და ადმინისტრაციულ-მარე­გულირებელი, მაკონტროლებელი რგოლების ფუნქციები, რის გამოც საფინანსო-ეკონომიკური აღრიცხვიანობა სუსტია, რაც იწვევს ფისკალური ადმინისტრირების სისუსტეს, ხოლო ეს უკანესკნელი კი ზრდის ჩრდილოვან ეკონომიკას და კორუფციას.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია:

  1. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს დროებითი შეღავათიანი რეჟიმი მიმზიდველი სამეწარმეო გარემოს შესაქმნელად ადგილობრივი ინვესტორებისათვის, რაც მომავალში ფართო სპექტრით მოიზიდავს უცხოურ ინვესტიციებს;
  2. ფინანსურად უზრუნველყოს განათლების პროგრამები, რომელიც უშუალოდ მიმართული იქნება დარგის სპეციალისტების გაზრდაზე;
  3. შემუშავდეს მექანიზმი ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას შორის ოპტიმალური წონასწორობის მიღწევისათვის;
  4. ფინანსური კონტროლის გაძლიერება.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close