საზოგადოება

„ნადეჟდაზე ნორმალური ადამიანი არ უნდა მუშაობდეს, “ბავშვებს რა აჭამოს მერე” არ მუშაობს“

 

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

„ახლა, დიდი ბოდიში, ბოდვას და ტყუილებს მოვრჩეთ.

იმედზე გასული მოღალატეობის ქრონიკა სად გაკეთდა და საიდანაა მოტანილი, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. არც იმას, ჟურნალისტები რო არ მონაწილეობდნენ, თურმე (ვინ ამონაწილევებდა, რომც დომოდათ).

ფილმი გაკეთდა ივანიშვილის პირადი ზედამხედველობით ლალიაშვილის და ნაცვლიშვილის მიერ. და იმედის ჟურნალისტებმა იქნებ უარყონ, რომ ეს ორი ადამიანია დღეს მათი ედიტორიალის განმსაზღვრელი, ისინი უდგენენ ვიორსტკას, იძლევიან მითითებებს და ბოლოს გადიან სიუჟეტს დეტალებში. და რა, ამ ფილმამდე, ამავე ხაზის ასეთივე სიუჟეტები არ ყოფილა ამ არხზე, თუ რა?

მორჩით ახლა თავის და სხვების მოტყუებას და კოლეგიალურ რაღაც თანაგრძნობას თუ რაღაც ასეთ სისულელეს. და კოლეგებმა ერთი შემთხვევა მაინც მაჩვენეთ, თქვენი უსამართლო ჩაგვრის და სამართლიანი პროტესტის დროს ერთი იმედის ჟურნალისტის კოლეგიალური მხარდაჭერის. სულ იქეთ რატომაა ეს მხარდაჭერა, თან მთლად ღალატთან შემგუებლობის გასაზავებლად?

მართლა კმარა უკვე, გულისამრევი ტყუილები და სამარცხვინო დამშვიდება და კომპლიმენტები. ამ მდგომარეობის იმედზე, ქარატულ ოერტეზე, რუსულ პროპაგანდისტს ნადეჟდაზე ნორმალური ადამიანი არ უნდა მუშაობდეს – ამის თქმა უნდა ყველას და უნდა თქვათ. “ბავშვებს რა აჭამოს მერე” არ მუშაობს. სამშობლოს ღალატს ვერ უშველის ეგ არგუმენტი, ნუ ატყუებთ ნურც ყველას საყვარელ ღვინჯოს და ნურც უკლასეს ტორესას, და მერე ზურგსუკან ნუ ვიშვიშებთ – თვითონ ხო უნდა ხვდებოდეს კაცოო. პირდაპირ უნდა ითქვას – ასეა ეს“ – წერს გვარამია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close