Sliderსაზოგადოება

მსოფლიო – კორონავირუსით 37 816 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულია – 785 797, 165 607 – გამოჯანმრთელდა

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით 37 816 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულია 785 797 ადამიანი, 165 607 კი გამოჯანმრთელდა.

ყველაზე მძიმე სურათი კონტინენტური ევროპის მასშტაბით კვლავ იტალიასა და ესპანეთშია. რაც შეეხება აშშ-ს, იქ დაღუპულთა რიცხვმა 3166-ს მიაღწია, 164 253 კი ინფიცირებულია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close