მთავარი»სამართალი»მოსკოვში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი „როკო“ დააკავეს (ვიდეო)

მოსკოვში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი „როკო“ დააკავეს (ვიდეო)

7
გაზიარებები
Pinterest Google+

 

 

 

მოსკოვში, მარშალ ჟუკოვის გამზირზე ქართველი „კანონიერი ქურდი” შალვა ხუჭუა დააკავეს.

37 წლის ხუჭუას კრიმინალურ წრეებში „როკოს” სახელით იცნობენ. ის 90-იანი წლების გავლენიანი სამტრედიელი „ავტორიტეტის” ნიკოლოზ ხუჭუას ვაჟია.

დაკავების მომენტში ქართველ „კანონიერ ქურდს” ნარკოტიკული საშუალება აღმოჩნდა. რუსული კანონმდებლობით, დანაშაული 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შალვა ხუჭუამ თავი შეიკავა კითხვაზე პასუხის გაცემისგან – არის თუ არა ის „კანონიერი ქურდი”.

„არ გიპასუხებ” – უთხრა გამომძიებელს.

მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა სახელმწიფო სათათბიროს ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის შესახებ ახალი საკანონმდებლო პაკეტი წარუდგინა, სამართალდამცავების მიერ არაერთი „კანონიერი ქურდი” დააპატიმრეს. ვლადიმერ პუტინის ინიციატივას ექსპერტებმა „ქართული ეფექტი” უწოდეს, ვინაიდან საკანონმდებლო ცვლილებები ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის ქართულ გამოცდილებას ეფუძნება.

პრაიმტაიმი

 

წინა პოსტი

ქალების ჩხუბი - გორში შუახნის ქალი ეჭვიანობის გამო ცემეს

შემდეგი პოსტი

რას ფიქრობს რულოვსი თბილისში ლგბტ “პარადის” ჩატარებაზე?