საზოგადოება

მომიტინგეებმა 25-მეტრიანი ბანერი გაშალეს – “გახარია წადი”

პარლამენტის წინ მომიტინგეებმა 25-მეტრიანი ბანერი გაშალეს წარწერით – “გახარია წადი”.

რუსთაველის გამზირზე აქცია 4 საათზე მეტია, მიმდინარეობს. მომიტინგეების მთავარი და ერთადერთი მოთხოვნაა, რომ გადადგეს შს მინისტრი 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო.

“ყოველ დღე მოვალთ და ყოველ დღე შეგახსენებთ, ყველგან, სადაც იქნებით. მოვალთ და ისე მოვალთ, რომ არცერთ კანონს არ დავარღვევთ, ჩვენზე კიდევ ერთხელ ხელის აწევას არ გაპატიებთ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა.

დღევანდელი აქციის დაწყებამდე “თავისუფლების მარში” გაიმართა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close