მსოფლიო

„მივმართავ ბატონ მაკრონს – უნდა გადაამოწმო, შენი ტვინი ხომ არ მოკვდა“

საფრანგეთის პრეზიდენტს ვურჩევ, შეამოწმოს, მისი ტვინი ხომ არ არის მკვდარი, – ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.

თურქეთის ლიდერის თქმით, ამავე კითხვას გაიმეორებს 3-4 დეკემბერს ლონდონში დაგეგმილ ნატო-ს ლიდერების შეხვედრაზეც.

მარკონი ამბობს, რომ ნატო ტვინის სიკვდილს განიცდის. მე მივმართავ ბატონ მაკრონს თურქეთიდან და ამას ვიტყვი ნატო-შიც: თავდაპირველად უნდა გადაამოწმო, შენი ტვინი ხომ არ მოკვდა“ – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ პარიზში. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, ერდოღანის გამონათქვამი „შეურაცხმყოფელია“ და ამის გამო თურქეთის ელჩს ახსნა განმარტებებისთვის დაიბარებენ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ბრიტანულ „ეკონომისტთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ნატო-ს ტვინი სიკვდილს განიცდის“.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close