საზოგადოება

„მის გვერდით, ბალიშზე იყო დახვეული“ – გორში ახალგაზრდა ქალი საწოლში გველმა დაგესლა

გორის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ, შხამიანმა გველმა დაგესლა. ინფორმაციას სააგენტო ,,დიანიუსი” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქვეწარმავალი გოგონას თავს საწოლში დაესხა და კისრის არეში დაგესლა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა და  შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.

,,როგორც ვიცი ლოგინში იწვა, ღამის პირველი საათი იქნებოდა და როგორც კი მოტრიალდა დაინახა, რომ მის გვერდზე, ბალიშზე იყო დახვეული გველი. დაიწივლა და ეგრევე კისერში დაკბინა” – განაცხადა დაშავებული გოგონას ახლობელმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close