მთავარი»საზოგადოება»მეუფე პეტრეს უნდა პატრიარქის ფიზიკური და სულიერი მოკვდინება — საპატრიარქოს იურისტი

მეუფე პეტრეს უნდა პატრიარქის ფიზიკური და სულიერი მოკვდინება — საპატრიარქოს იურისტი

5
გაზიარებები
Pinterest Google+

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა სინოდის დასრულების შემდეგ დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ის აცხადებს, რომ მეუფე პეტრეს სიტყვები დღეს ბოროტის გამოვლინება იყო.

ქარჩავა დასძენს, რომ სწორედ ამას გულისხმობდა, როდესაც ამბობდა, რომ მეუფე პეტრეს სურდა პატრიარქის მოკვდინება “ბოროტი ცილისწამებით”:

“ბოროტის გამოვლინება სრულად ვიხილეთ ჩვენ დღეს, ფარდა აეხადა იმ გარემოებას. მე როდესაც გამოვედი მეუფე პეტრეს წინააღმდეგ და ვამბობდი, რომ მას უნდა მოკვდინება პატრიარქის, მას უნდა მისი სულიერი და ფიზიკური მკვლელობა, სწორედ ამ სიბინძურეზე მქონდა აქცენტი, უბრალოდ მე საჯაროდ ვერც გავიმეორებდი და ღმერთმა დამიფაროს, რომ ის ბინძური ცილისწამება, რომელიც მან იკადრა, მაშინ მე მეთქვა, მაგრამ მე ვთქვი, რომ მას უნდა პატრიარქის მკვლელობა, მოკვდინება, ანუ ფიზიკური და სულიერი. შეიძლებოდა ადამიანს ელემენტარულად უბრალოდ გულიც კი გასკდომოდა იმ ცილისწამებისთვის, იმ ბინძური კამპანიისთვის, რომელიც ბოროტმა ვერ დაითმინა მას მისი ბაგეებიდან ათქმევინა”.

ქარჩავა ამბობს, რომ მეუფე პეტრე რამდენიმე წლის წინ აპირებდა თავისი მრევლით, “დედაოებითა და დამქაშებით” პატრიარქისა და დედა-ეკლესიის ავტორიტეტი შეერყია და ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოეწვია:

“მას ალბათ ამოძრავებდა პირადი ამბიციები ან პირადი მოტივაცია, ან გარკვეული ძალები აშანტაჟებდნენ ან აიძულებდნენ. მსგავსი ადამიანები ეკლესიიდან უნდა განიკვეთოს”- აღნიშნა ედიშერ ქარჩავამ.

on.ge

 

წინა პოსტი

TV პირველის დამფუძნებელი მუქარის წერილს ასაჯაროებს

შემდეგი პოსტი

სინოდის განჩინება გამოქვეყნდა