საზოგადოება

„მეუფე პეტრე მივარდა პატრიარქთან და ჩადგნენ ვიღაცეები“ – რა მოხდა სინოდის სხდომაზე?

მეუფე პეტრეს განყენების შემდეგ, ის წამოხტა და პატრიარქთან მივარდა, – განაცხადა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ.

„როდესაც გამოტანილი იყო განჩინება, მისი განყენების შესახებ წამოხტა მეუფე პეტრე მივარდა პატრიარქთან და რაღაც უაზრობების ყვირილი დაიწყო, რომ მივარდა პატრიარქთან ჩადგნენ ვიღაცები, თვითონ კითხეთ რას ეძახდა”, – თქვა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

დღეს წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქმა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან „განაყენა”. მეუფე პეტრემ სხდომა დატოვა და მედიასთან განაცხადა, რომ პატრიარქმა უსამართლოდ განაყენა მღვდელმთავრობიდან. პატრიარქის გადაწყვეტილების მიზეზად მეუფე პეტრემ საქართველოს ეკლესიაში ჰომოსექსუალიზმის მხილება დაასახელა. „საქართველოს ეკლესიაში პიდარატიის მხილება, მამათმავლობის მხილებაა”, -თქვა მეუფე პეტრემ. ჟურნალისტების შეკითხვაზე, ვინ ამხილა, მეუფე პეტრემ უპასუხა: „სინოდის თავმჯდომარე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი. ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის თავმჯდომარე”, – თქვა მეუფე პეტრემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close