მთავარი»Uncategorized»მეცნიერებმა შექმნეს შპალერი, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს

მეცნიერებმა შექმნეს შპალერი, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს

10
გაზიარებები
Pinterest Google+

 

შესაძლოა, უახლოეს ხანებში სახლისა თუ ოფისის კედლებზე გაკრულმა შპალერმა მხოლოდ ესთეტიკური ფუნქცია კი არ შეასრულოს, ელექტროენერგიის გამომუშავების სახით, სარგებელიც მოგვიტანოს.

ხანგრძლივი მუშაობის შედეგად, ბრიტანელი მეცნიერების ჯგუფმა შექმნა შპალერი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ასეთი შესდეგის მიღწევა მიღწევა ჩვეულებრივი პრინტერის მელანში ციანობაქტერიების (ფოტოსინთეზის უნარის მქონე მიკროორგანიზმები) დამატების გზით გახდა შესაძლებელი. მიკრობები სილიკონის ნანოუბურების ელექტროგამტარი შრეების დახმარებით სინათლის ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნიან.

ექსპერიმენტული შპალერების მასობრივი წარმოების მთავარი და თითქმის ერთადერთი სირთულე გახლავთ ციანობაქტერიების არსებობისთვის შესაფერისი პირობების შექმნა. ჯერჯერობით, ამ მიკროორგანიზმების „მუშაობის“ ხანგრძლივობა 100 საათია, თუმცა მეცნიერები დროის გახანგრძლივებაზე აქტიურად მუშაობენ. აღსანიშნავია, რომ ციანობაქტერიებს შეუძლიათ დღის განმავლობაში დაგროვილი ენერგიის საშუალებით, ღამის საათებში ელექტროენერგია გამოიმუშავონ.

ზემოთ ხსენებული შპალერის 8X8 სმ.ზომის ნაჭერს საშუალო ზომის ნათურისანთება შეუძლია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ექსპერიმენტული შპალერით დაფარული ერთი კედელი საშუალო ზომის გაჯეტს აამუშავებს.

mydiscoveries.ru

წინა პოსტი

ოჯახის სიწმინდის დღე იმ ადამიანების საპირისპიროდ დაარსეს, რომლებიც თავის დამკვიდრებას ცდილობენ

შემდეგი პოსტი

გიორგი გახარია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი გახდა