საზოგადოება

მელიას საქმით კარიერის აწყობას არ ვაპირებ

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია განმარტავს, რომ ნიკა მელიასთან დაკავშირებული კენჭისყრისას დემარშისთვის ან პოლიტიკური კარიერის დაწყებისთვის არ შეუკავებია თავი.

ჟურნალისტების კითხვაზე, მმართველი გუნდიდან გაუშვებენ თუ არა იმის გამო, რომ გენერალური პროკურატურის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა, კაკულია პასუხობს, რომ თუ მისი გადაწყვეტილება ვინმესთვის პრობლემაა, პრობლემას არ შეუქმნის.

„ასეთი სახის ქმედებებს სამართლებრივი რეაგირება სჭირდება. უმრავლესობას ამაში მეც ვეთანხმები, საპირისპირო პოზიცია რა უნდა იყოს, მერე რა მოხდა? არგუმენტების განხილვაში მთავარი სიტყვაა – დასაბუთებული არგუმენტი. ვინ როგორ გაიგებს დასაბუთებულობას?! როგორც ერთ დეპუტატს, უფლება მაქვს, ჩემებურად გადავწყვიტო, დასაბუთებული არის თუ არა. ამ შემთხვევაში უმრავლესობის გადაწყვეტილებას კი არ ვეწინააღმდეგები პროცესების შეფასებაზე, არ მომეწონა პარლამენტარისთვისგადაწყვეტილების მიღების ისეთი პროცედურა, რომელიც დასაბუთებულობის უფრო მაღალ სტანდარტს უნდა უნდა შეიცავდეს. უფლება მაქვს, ასეთი პოზიცია მქონდეს. თუ ეს ვინმესთვის პრობლემაა, პრობლემას არ შევუქმნი. მოვლენებს წინ რატომ გავუსწრო? – ეს არ გამიკეთებია არავითარი დემარშისთვის, ამ გადაწყვეტილებით პოლიტიკური კარიერის აწყობას არ ვაპირებ“, – განაცხადა კაკულიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close