მთავარი»საზოგადოება»მე არასდროს მიფიქრია ვინმეს დასჯა – პატრიარქის სიტყვა სინოდის სხდომაზე

მე არასდროს მიფიქრია ვინმეს დასჯა – პატრიარქის სიტყვა სინოდის სხდომაზე

18
გაზიარებები
Pinterest Google+

სინოდის სხდომის ოქმი მეუფე ფანიელმა საზოგადოებას გააცნო. ოქმში საუბარია იმაზე, თუ რა ბრძანა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სინოდის სხდომაზე:

“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მშვიდობისთვის როგორც ეკლესიაში, ასევე საზოგადოებაში. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ არა იმისთვის, რომ ვინმე დავსაჯოთ, არამედ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ერთმანეთს. ჩვენ კი არ უნდა დავუმძიმოთ ერთმანეთს ეს ტვირთი, არამედ უნდა შევუმსუბუქოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არაერთხელ დაუმძიმებიათ ჯვარი, მე არასდროს მიფიქრია ვინმეს დასჯა, მე მუდამ თქვენს დახმარებაზე ვფიქრობ, მე აღვიზარდე ისეთ ოჯახში, სადაც მუდამ იყო დიდი კრძალვა ღვთისადმი და თანაგრძნობა მოყვასისადმი. დღეს რთული დროა, ჩვენ უნდა გავიაროთ ბეწვის ხიდზე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი გამოსვლების გამო ერი არ დაბრკოლდეს”..

წინა პოსტი

სინოდის განჩინება გამოქვეყნდა

შემდეგი პოსტი

ეკლესიის ისტორიაში არ არსებობს პატრიარქის მიმართ მეუფე პეტრეს მიერ მიყენებული შეურაცხყოფის მსგავსი მაგალითი