პოლიტიკა

მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც ესწავლება რა არის გუნდის შეხიდება და მხარდაჭერა – ეკა ბესელია

მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც ესწავლება რა არის გუნდის შეხიდება, მხარდაჭერა და ა.შ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ვასხვავებ და მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველამ უნდა დავინახოთ განსხვავება სახელმწიფოებრივ მნიშვნელობის საკითხსა და შიდა პარტიულ ურთიერთობას შორის. ეს სხვადასხვა რამეა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ უმრავლეოსბის სხდომის დაწყებემადე. უმრავლეოსბის სხდომა, რომელსაც პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც ესწრება “ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს.

“ძალიან ვწუხვარ, რომ ხშირად ჟურნალისტებისგან ჩემი პარტიიდან გარიცხვაზე ისმევა კითხვები. თუ რაიმეზე ჩემ გონებაში ადგილი არ არის და არ ვფქრობ საერთოდ, ეს არის ერთადერთი ეს საკითხი და ასეთ არასერიოზულ საკითხებზე არ მაქვს არც დრო და არც გონებაში ადგილი რომ ამით დავკავდე. ამიტომ, ამაზე ნუღარ ვისაუბრებთ. რაც შეეხება გუნდურობას, შიდა საკითხებს, კი, ამაზე ძალიან მყარი პოზიციები მაქვს და მყარი არგუმენტები მაქვს. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც ესწავლება რა არის გუნდის შეხიდება, მხარდაჭერა და ა.შ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ვასხვავებ და მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველამ უნდა დავინახოთ განსხვავება სახელმწიფოებრივ მნიშვნელობის საკითხსა და შიდა პარტიულ ურთიერთობას შორის. ეს სხვადასხვა რამეა”, – განაცხადა ბესელიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close