საზოგადოება

„მძღოლებო, წინ არ დასვათ არავინ!!! დაავიწყდა ჩემ მეგობარს და მიიღო 3000 ლარიანი ჯარიმა!“

სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი მძღოლებს საგანგებო მდგომარეობის და კარანტინის პირობების დაცვისკენ მოუწოდებს:

„ხალხნოო, ყველას გეხებათ! მძღოლებო, წინ არ დასვათ არავინ!!!
დაავიწყდა ჩემ მეგობარს, წინ დაჯდომასთან დაკავშირებით! და მიიღო 3000 ლარიანი ჯარიმა!
არ დაიწყოთ ახლა ზუილი, ძალიან საწყენია, მაგრამ წესი წესია და რიგი რიგია!
ჩაწყობები არ მოსულა!..

ძალიან უაზრობა კი არის, ოჯახის წევრიც რომ არ შეიძლება გვერდით, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტია , ჩვენებს არ მოუგონიათ!..

გააზიარეთ, რომ სხვას არ დაემართოს იგივე.. ძალიან მკაცრად კონტროლდება…“ – წერს მანჩო გიორგობიანი.

შეგახსენებთ, რომ ვტომობილით გადაადგილება შეუძლია მხოლოდ სამ ადამიანს და წინა სავარძელზე ჯდომის უფლება მხოლოდ მძღოლს აქვს. საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კარანტინია გამოცხადებული. ღამის საათებში მოქმედებს კომენდანტის საათი.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close