საზოგადოება

“მასთან ყველაფერი კარგადაა” – ექიმს, რომელსაც პუტინი შეხვდა კორონავირუსი დაუდგინდა

გამოცემა „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, მოსკოვის „კომუნარკის“ საავადმყოფოს მთავარ ექიმს დენის პროცენკოს, რომელსაც გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი შეხვდა, კორონავირუსი დაუდგინდა.

„კომუნარკის“ საავადმყოფოს, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის არის განკუთვნილი, პუტინი ერთი კვირის წინ ეწვია. სწორედ აღნიშნული ვიზიტისას შეხვდა პუტინი კლინიკის მთავარ ექიმს, პროცენკოს.

რუსეთის პრეზიდენტის სპიკერი დმიტრი პესკოვი ირწმუნება, რომ პუტინს რეგულარულად უტარებენ კორონავირუსზე ტესტს და “მასთან ყველაფერი კარგადაა”.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close