მთავარი»პოლიტიკა»„მარნეულის და ბოლნისის საკონცეტრაციო ბანაკებად გადაქცევის მომხრეები ხართ ფაშისტები“

„მარნეულის და ბოლნისის საკონცეტრაციო ბანაკებად გადაქცევის მომხრეები ხართ ფაშისტები“

42
გაზიარებები
Pinterest Google+

„გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი ბოლნისსა და მარნეულში კარანტინის გამოცხადებას ფაშიზმს ადარებს.

„მარნეულის და ბოლნისის საკონცეტრაციო ბანაკებად გადაქცევის მომხრეები ხართ ფაშისტები
წერტილი“ – წერს ვახტანგ მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მარნეულში მცხოვრებ ქალს COVID-19-ით ინფიცირება 22 მარტს დაუდგინეს — ის მარნეულიდან თბილისის კლინიკაში დღის მეორე ნახევარში გადაიყვანეს.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 00:30 საათზე ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვერ ხდება მარნეულში მცხოვრები პაციენტის COVID-19-ით ინფიცირების წყაროს დადგენა და ქვეყანა გადავიდა ახალი კორონავირუსის შიდა გავრცელების ეტაპზე.
ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა და მუნიციპალიტეტები ჩაიკეტა.

წინა პოსტი

Euradio: საქართველოში ვირუსის შემთხვევები მინიმალურია, ზომები - მაქსიმალური

შემდეგი პოსტი

„მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალის საციცოხლო პარამეტრებს ვინარჩუნებთ“