საზოგადოება

„მაჩალიკაშვილის სტიპენდიას იღებენ, მაშინ როდესაც ქვეყანაში ვანო გოლაშვილის სახელობის სტიპენდია არ გვაქვს“

ამ უტიფარმა ქალმა მაჩალიკაშვილის სახელობის სტიპენდია დააარსა – სოსო გოგაშვილის თქმით, სანდრა რულოვსმა თემირლან მაჩალიკაშვილის სახელობის სტეპენდია დააარსა.  როგორც სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე ამბობს, სირცხვილია, როდესაც დაღუპული ქართველი სპეცრაზმელის ვანო გოგაშვილის სტიპენდია არ არსებობს და მაჩალიკაშვილის სახელობის სტიპენდიას აარსებენ.

„განზრახვა ჰქონდა მას, რადგან ნაციონალური მოძრაობა მუშაობდა, რომ ეს ადამიანი გამოეყენებინა და იყენებს კიდეც, ფაქტობრივად მარიონეტად ჰყავთ გადაქცეული. მიხეილ სააკაშვილმა უშუალოდ თავისი მეუღლე ჩართო ამ პროცესებში. ჩვენდა სამარცხვინოდ, ამ უტიფარმა ქალმა მაჩალიკაშვილის სახელობის სტიპენდია დაარსა და რამდენიმე სტუდენტს აძლევს ამ სტიპენდიას. მე, უბრალოდ, მაინტერესებს ვინ არიან ის ოჯახები, რომლის შვილებიც ამ მაჩალიკაშვილის სტიპენდიას იღებენ, მაშინ როდესაც ქვეყანაში ვანო გოლაშვილის სახელობის სტიპენდია არ გვაქვს. უკვე რომანტიზმში გადააქვთ მაჩალიკაშვილი. საერთოდ არ მინდა ეს გვარი ვთქვა. ღირსი არ არის ქართული გვარი რომ ატაროს. ტერლოევია და იყოს ტერლოევი…“ – აცხადებს გოგაშვილი.

primetime

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close