სამართალი

„ლუკოილში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა

„ლუკოილში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა.

ამის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს.

კერძოდ, მათი ცნობით, ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ, რომ კომპანიაში საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. დანარჩენ დეტალებზე საგამოძიებო სამსახურში კომენტარს არ აკეთებენ.

ცნობისთვის, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული „ლუკოილ ევროპა ჰოლდინგია“. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე/წევრი: ზაზა ქათამაძე; წევრები კი – ნიკოლაი ტიხომიროვი და ალექსანდრ ნესტერენკო არიან.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close