მთავარი»საზოგადოება»ლუკაშენკომ ციხიდან ქართველი „კანონიერი ქურდი“ გაათავისუფლა

ლუკაშენკომ ციხიდან ქართველი „კანონიერი ქურდი“ გაათავისუფლა

2
გაზიარებები
Pinterest Google+

ფაშიზმისგან ბელორუსის გათავისუფლების 75 წლისთავზე, პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ფართომასშტაბიანი ამნისტია გამოსცა, რომლის შედეგად ციხეებიდან 2000-ზე მეტი პატიმარი გაათავისუფლეს.

სხვებთან ერთად ამნისტია შეეხო გავლენიან ქართველ „კანონიერ ქურდს“ გელა ქარდავას, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „გელა გალსკის“ სახელით იცნობენ.

რუსული მედიის ცნობით, ეს პირველი შემთვევაა, როდესაც ბელორუსის ხელისუფლებამ ამ დონის შეღავათი გაუწია კრიმინალური სამყაროს მაღალ იერარქიულ საფეხურზე მდგომ ადამიანს.

ქარდავამ მოგილევის N15-ე სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა და სტამბულში გაემგზავრა. ის ბელორუსის ციხეში 20 თვის განმავლობაში იხდიდა სასჯელს. ბელორუსმა სამართალდამცველებმა ქართველი „კანონიერი ქურდი“ ყალბი დოკუმენტაციით დააკავეს.

ამჟამად გელა ქარდავა 45 წლის გახლავთ. ის „კანონიერ ქურდად“ 1996 წელს, 21 წლის ასაკში „მონათლეს“. ქარდავას სახელს ქურდულ სამყაროში რამდენიმე დაპირისპირება უკავშირდება. კრიმინალურ წრეებში გელა ქარდავა მეგრული კლანის ერთ-ერთ ლიდერად სახელდება.

პრაიმტაიმი

წინა პოსტი

"მალე ჩემი 9-წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს"- ბოკერია სააკაშვილის განცხადებაზე

შემდეგი პოსტი

„გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი დააკავეს?