ეკონომიკა

“ლიბერთი ბანკი” “ქართუ ბანკის” შესყიდვას გეგმავს

 

“ლიბერთი ბანკი” “ქართუ ბანკის” შესყიდვას გეგმავს. “ლიბერთის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი რუხაძის თქმით, შესყიდვის სქემა სებ-ს უკვე გააცნეს.

თუ ირაკლი რუხაძე ექსპრემიერის მიერ დაფუძნებულ ბანკს შეისყიდის, ლიბერთის აქტივების ზომა დღეს არსებული 1.85 მილიარდი ლარიდან 2.95 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. შედეგად ბანკი საქართველოს საბანკო სექტორის აქტივების ზომის 7.5%-ს მოიპოვებს და “თიბისისა” და “საქართველოს ბანკის” შემდეგ, ბაზრის მესამე უმსხვილესი მოთამაშის ადგილს განიმტკიცებს.

“ლიბერთის” მოგება-ზარალის უწყისის მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში ბანკის წმინა მოგებამ 52,001,428 ლარი შეადგინა, რაც პრაქტიკულად 2017 წლის ფინანსური მაჩვენებლის ტოლია.

ბანკის ფინანსური დოკუმენტაციის მიხედვით, მისი უმსხვილესი მეწილეები არიან:

ირაკლი ოთარ რუხაძე – 25.01%;
ბენჯამინ ალბერტ მარსონი – 25.00%;
იგორ ალექსეევი – 25.00%.

სწორედ ეს პირები არიან ამავდროულად, ჰოლდინგური კომპანია Hunnewell Partners-ის მეწილეები, რომელიც დღეის მდგომარეობით, საქართველოსა და უცხოეთში მილიარდერ ბადრი პატარკაციშვილის უმსხვილეს აქტივებს განკარგავს.

რაც შეეხება “ქართუ ბანკს”, მისი აქტივების ზომა 1,100,264,310 ლარს შეადგენს, 2018 წლის წმინდა მოგება კი 17.5 მილიონი ლარი იყო, რაც 2017 წლის მაჩვენებლთან შედარებით თითქმის ორჯერ ნაკლებია. ბანკის 100%-იან წილს ბიძინა ივანიშვილის შვილი, უტა ივანიშვილი ფლობს.

“ლიბერთი” VS “ქართუ” ძირითადი ფინანსური ინდიკატორების მიხედვით:

უკუგება საშუალო კაპიტალზე (ROE), ლიბერთი – 20.6%; ქართუ – 7.77%;
მთლიანი საპროცენტო შემოსავლები / საშუალო წლიურ აქტივებთან, ლიბერთი – 15.9%; ქართუ – 6.9%;
საოპერაციო შედეგი / საშუალო წლიურ აქტივებთან, ლიბერთი – 5.2%; ქართუ – 3.17%;
უმოქმედო სესხები / მთლიან სესხებთან, ლიბერთი – 8.61%; ქართუ – 35.9%.

საქართველოს საბანკო სექტორის წმინდა მოგებისა და აქტივების ზომის სტატისტიკა 2018 წლის მდგომარეობით:

წყარო: MGB

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close