Uncategorized

ლადო აფხაზავა რატომღაც მაროკოელი ბავშვების სიმღერითა და ცეკვით წარსდგა…

“ქალბატონებო და ბატონებო, ბოლო დროს გამოწვეული აჟიოტაჟის გამო იძულებული ვარ მოგმართოთ თხოვნით, რომლის მიზეზი “მასწავლებლის გლობალური ჯილდოს” ათეულში ქართველი ლადო აფხაზავა გახლავთ. დღეს სახეზე ორად გაყოფილი საქართველოა – ერთი ნაწილი აფხაზავას მიღწევებით აღფრთოვანებული, ხოლო მეორე ნაწილი – ნეგატიურად განწყობილი, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს აფხაზავას პედაგოგიურ მეთოდებს. ზედმეტი გაურკვევლობისა და ბურსის გასაფანტად იქნებ გაასაჯაროოთ ბატონი ლადოს მიერ ჩატარებული გაკვეთილების ვიდეო მასალები და საზოგადოებას გააცნოთ მისი კვლევები და დანერგილი მეთოდები. ის რაც ჩვენ დუბაიში ვნახეთ, პრეზენტაციის სახით ეს იყო ყოვლად სამარცხვინო ჩვენი ქვეყნისთვის; კერძოდ მსოფლიო დონის პედაგოგად წოდებული ბატონი აფხაზავა რატომღაც მსოფლიო საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი მაროკოელი ბავშვების სიმღერითა და ცეკვით წარსდგა. ამ ფაქტის ვიზუალური მასალა მრავლად მოიძებნება “იუთუბსა” და “ვიკიპედიაში”. ასევე საინტერესოა ბატონი ლადოს მეთოდებით აღზრდილი ჩიბათელი მოსწავლეები რა განსაკუთრებულ ცოდნას ფლობენ სამოქალაქო განათლებაში, იმ საგანში, რომელსაც ბატონი ლადო ასწავლის. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია ლადო აფხაზავა უკვე ვარკის ფონდის ელჩია და მას, ამ ტიტულის ფარგლებში, მოუწევს თავისი ინოვაციური მეთოდების გაზიარება მსოფლიო საზოგადოებისათვის. საინტერესოა, რა უნდა შესთავაზოს ბატონმა ლადომ კოლეგებს?! იმედს ვიტოვებ ჩემს თხოვნას დააკმაყოფილებთ. პატივისცემით, რუსუდან წერეთელი. ” – წერს ემიგრანტი ჟურნალისტი რუსუდან წერეთელი

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close