მთავარი»საზოგადოება»კორონავირუსთან დაკავშირებით, რესპუბლიკური საავადმყოფო საკარანტინო ზონად გამოცხადდება

კორონავირუსთან დაკავშირებით, რესპუბლიკური საავადმყოფო საკარანტინო ზონად გამოცხადდება

8
გაზიარებები
Pinterest Google+

კორონავირუსთან დაკავშირებით, რესპუბლიკური საავადმყოფო საკარანტინო ზონად გამოცხადდება, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოქოძემ განაცხადა.

როგორც ლევან გოქოძემ აღნიშნა, კლინიკა მთლიანად გათავისუფლდება და მოემზადება საკარანიტო ზონის შესაქმნელად.

„კლინიკაში თავს მოიყრის ყველა ის ადამიანი, რომელიც შესაძლოა, ჰქონდეთ კორონავირუსი. აქ მოხდება დაკვირვება, ანალიზების აღება და შემდგომში მათი მართვა ისე, როგორც ამას მოითხოვს ეპიდსიტუაცია. ჩვენ ველოდებით იმ პაციენტებს, რომლებიც შემოდიან საქართველოში ან ცხოვრობენ საქართველოში და რომლებზეც შესაძლებელია, იყვნენ მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტები ვირუსის შემთხვევაში. ეს იქნება საკარანტინო ზონა“, – განაცხადა ლევან გოქოძემ.

მისივე თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოოფოში ამჟამად 88 ავადმყოფის მიღება შეუძლია.

„ჩვენთან ამ ჟამად 88 ავადმყოფი შეგვიძლია მივიღოთ და გვაყვდეს დაკვირვების ქვეშ. პერსონალი დარჩება, ამ წუთას დასრულდა პერსონალის ტრენინგი, სადაც დეტალურად იქნა განმარტებული როგორ უნდა მოიქცეს პერსონალი, როგორ უნდა მოვექცეთ პაციენტებს, რომ ინფიცირების რისკი მინიმუმამდე შევამციროთ“, – განაცხადა ლევან გოქოძემ.

წინა პოსტი

„რატომ წავიდა შენგელია ირანში? რატომ წაიყვანა სტუდენტები, რატომ, რატომ, რატომ?“

შემდეგი პოსტი

„მოვა დრო და წიგნს დავწერ კონტროლიდან გამოსული ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეის და ირანის დასჯაზე, ეკონომიკურ "გაჭყლეტვაზე"