მთავარი»სამართალი»კორონავირუსის შესახებ ცრუ სმს შეტყობინებები – პაატა ბურჭულაძის შვილის ოფისში სუსი შევიდა

კორონავირუსის შესახებ ცრუ სმს შეტყობინებები – პაატა ბურჭულაძის შვილის ოფისში სუსი შევიდა

6
გაზიარებები
Pinterest Google+

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ერთ-ერთ ოფისში სამართალდამცავები ჩხრეკას ატარებენ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს პაატა ბურჭულაძის შვილის კუთვნილ ოფისში.
ჩხრეკა სავარაუდოდ კორონავირუსის შესახებ ცრუ სმს შეტყობინებების გაგზავნას უკავშირდება.
“როგორც ჩვენ გვარკვიეთ შიდა მოძიებით, რამდენიმე თავის ახლობელ ექვს ნომერზე დედას, დას და რამდენიმე ახლობელს, გაუგზავნა ამ მთავრობის ბრენდნეიმით, ასე რომ ვთქვათ. გაუგებრობა მოხდა ჩვენი თანამშრომელმა გაიხუმრა ძალიან ცუდად, ამისთის მივიღეთ ზომები და თავისივე თანხმობით გავათავისუფლეთ. დაკავებული არავინ არაა” – განაცხადა “ემსი კომპანიის” ხელმძღვანელმა შუქრი ბურჭულაძემ.

წინა პოსტი

საქართველოში ექიმების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა (ვიდეო)

შემდეგი პოსტი

"ჩვენი მოხალისეები, ახალგაზრდული ორგანიზაციები, იწყებენ დამცავი ნიღბების უფასოდ დარიგებას"