მსოფლიო

კორონავირუსი ხელოვნურად შეიქმნა და ბიოლოგიურ იარაღს წარმოადგენს – ინდოელი მეცნიერები

კორონავირუსის წარმოშობის წყაროებზე, რომელმაც მსოფლიოში 5000-ზე მეტი  ადამიანი იმსხვერპლა, საუბრები არ წყდება. ისრაელის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა წარმომადგენელმა დანი შოჰანმა The Washington Times-თან სკანდალური განცხადება გააკეთა. შოჰანის აზრით, უჰანის ერთ-ერთ ლაბორატორიაში, რომელიც მსოფლიოში წამყვანი ინსტიტუტია, ადგილი ჰქონდა ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობას.

“კორონავირუსი, ბიოლოგიური იარაღის შექმნის საიდუმლო პროგრამის მიხედვით წარმოიშვა უხანის ლაბორატორიაში” – აცხადებს ისრაელის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელი.
კორონავირუსის პანდემიას აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომს უკავშირებს ინდოელ მეცნიერთა ჯგუფი. კერძოდ, ინდოეთის ჯავაჰარლალ ნერუს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ანანდ რანგანატანმა და მისმა კოლეგებმა კორონავირუსთან დაკავშირებით, კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს.
მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ KOVID-19 ცხოველებში (ღამურებსა და გველებში) გავრცელებული ორი სხვადასხვა სახის კორონავირუსის შერწყმის შედეგად წარმოიქმნა და აივ ინფექციისთვის დამახასიათებელი ოთხი ვირუსის მსგავსი ჩანართი ახლავს. ინდოელი მეცნიერები განმარტავენ, რომ მსგავსი სტრუქტურა აქამდე ცნობილ არცერთ კორნავირუსს არ ჰქონია. ამგვარად, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ KOVID-19 ხელოვნურად შექმნილი ვირუსია და ის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის წინააღმდეგ ბიოლოგიური ომის საწარმოებლად შექმნა.
ინდოელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ვირუსის აფეთქებამ კოლოსალური დარტყმა მიაყენა ჩინეთის ეკონომიკას და სავაჭრო მოლაპარაკებებში ჩინეთის პოზიციები მკვეთრად შეასუსტა.
ბოლო დღეღამის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსს 683 ადამიანი ემსხვერპლა.

ყველაზე მეტი, 368 ადამიანი ვირუსმა იტალიაში იმსხვერპლა, 96 პაციენტი დაიღუპა ესპანეთში, საფრანგეთში კი 36. 113 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით ირანში, ჩინეთში კი დაღუპულთა რაოდენობა ბოლო 24 საათის განმავლობაში 14-ია. ამ დროისთვის მსოფლიოში COVID-19-ით 6 518-ი ადამიანია გარდაცვლილი. გამოჯანმრთელდა 77 776 პაციენტი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close