საზოგადოება

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 29% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 12% – „ნაციონალურ მოძრაობას“ – კვლევა

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევების მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულთა 29 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, ხოლო 12 პროცენტი „ნაციონალურ მოძრაობას“.

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას/გაერთიანებას მისცემდით ხმას, პირველი არჩევანის შემთხვევაში პასუხები შემდეგია: „ქართული ოცნება“ – 29 პროცენტი, „არ ვიცი“ – 26 პროცენტი, „უარი პასუხზე“ – 13 პროცენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 12 პროცენტი, „არც ერთი პარტია“ – 9 პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“ – 3 პროცენტი, „სხვა“ – 7 პროცენტი. აღნიშნული პასუხები ეკუთვნით რესპონდენტებს, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას.

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (ენდიაი) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-მ 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი მედიას დღეს წარუდგინეს.

კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.1 პროცენტია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close